თბილისის მერიის “თბილსერვის ჯგუფი” ცენტრაულური ნაძვის ხის მოსართავად საჭირო ფიგურების და ნაძვის ხის ძირის შესყიდვაზე 343 026 ლარის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით BMG ავრცელებს.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.
“იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება. ზემოაღნიშნული საკითხი, თავის მხრივ დროში შეზღუდვას იწვევს, ღონისძიების ჩატარება კი შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად ნაძვის ხის ფიგურების და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი” – ნათქვამია შესყიდვებზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ჯამში “თბილსევის ჯგუფმა” შემდეგი ნივთების შეძენა უნდა უზრუნველყოს:
თბილისის ნაძვის ხის მანათობელი სათამაშო 46 ცალი;
ნაძვის ხის ძირის ფიგურები 12 ცალი;
ნაძვის ხის ძირი-რკინის მილკვადრატის პოდიუმი 1 ცალი;
მანათობელი ვარსკვლავი – 25 ცალი;
მანათობელი ფიფქი – 60 ცალი;
ამ ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 343 026 ლარს შეადგენს.
