Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ნაცები“ სასამართლოზე გვიმტკიცებენ, რომ მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ვურჩევდი, ყოველ სასამართლო სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ – ირაკლი ზარქუა

November 25, 2026
“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ირაკლი ზარქუა

„ნაცები“ სასამართლოს სხდომებზე გვიმტკიცებენ, რომ თურმე ქართველ ხალხს მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება-კვლა, რომ სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტებს გადასცეს, რომ 2008 წლის ომის თემა საქართველოს დააბრალეს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, სასამართლოს ყოველ სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

„სამართლიანობის აღდგენა ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა იყო. აქამდე მათი გასამართლების ბერკეტი არ გვქონდა, რადგან ეს სექტა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერად იყვნენ წარმოდგენილი. შესაბამისად, მათი გასამართლება ვერ ხერხდებოდა, რადგან აგენტურა იყო. როცა ბოლო წლებში რეფორმის გატარება ვცადეთ, აქ რევოლუციები იყო და ჩვენი ახალგაზრდები დაგვიპირისპირეს. მანამდე უფრო ძლიერები იყვნენ და ამიტომ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. თურმე ქართველ ხალხს მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება-კვლა. თურმე მოგველანდა, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსებს, ოკუპანტებს გადასცეს. თურმე მოგველანდა, რომ 2008 წლის ომის თემა საქართველოს დააბრალეს. თურმე ეს ასე არ ყოფილა, მოგველანდა. ე.ი. ჩვენ მოგველანდა თეთრაძის საქმე, შავაძის საქმე, ჩაცხრილული ბიჭების საქმე, გირგვლიანის საქმე. „ნაცები“ სასამართლოს სხდომებზე ამას გვიმტკიცებენ. ეს ყველაფერი აბსურდია. მათ ვურჩევდით, ყოველ სასამართლო სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. იმ დაობლებულ ოჯახებს, ნაწამებ პატიმრებს, მათ ოჯახებს და უფალს მადლობა შესთხოვონ, რომ ეს ხალხი ვენდეტაზე არ გადავიდა. ამის ნაცვლად ამბობენ, თურმე ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და ეს ყველაფერი მოგველანდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  • თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის ახალი დეკორაციების შესყიდვის მიზნით 343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა
  • აფეთქება ფონიჭალაში – რას ამბობს გარდაცვლილი ილია ისაევის მამა და რას ამბობენ ადგილობრივები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge