Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკომისია განმარტავს, რატომ უხსნიან ყულევის ქარხანას სანქციებს

November 25, 2026
ევროკომისია განმარტავს, რატომ უხსნიან ყულევის ქარხანას სანქციებს

ევროკომისია ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოღებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივა ევროკავშირის სანქციების 22-ე პაკეტშია გათვალისწინებული. როგორც ევროკომისიის პრესსამსახურში BMG-ს განუცხადეს, ქართულმა მხარემ რუსული ნავთობის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლების ვალდებულება შეასრულა.

“ივლისის ბოლოს მიღებული 21-ე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა. ეს ზომა ითვალისწინებდა ექვსთვიან საშეღავათო პერიოდს ტრანზაქციების აკრძალვის ძალაში შესვლამდე, რათა ქარხნის მფლობელებს რუსული ნავთობისგან დივერსიფიცირების საშუალება ჰქონოდათ. კომისიას შეუძლია, დაადასტუროს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა და შესაბამისად, 22-ე პაკეტში გამოვდივართ ინიციატივით, სანქციები მოიხსნას. ეს აჩვენებს, რომ ჩვენს სანქციებს შეუძლია, წარმატებით შეცვალოს ქცევა. ჩვენ ვითარების მონიტორინგს გავაგრძელებთ”, – ნათქვამია ევროკომისიის პრესსამსახურის წერილობით პასუხში.

სანქციების გაუქმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. თუ ინიციატივა 2027 წლის 25 იანვრამდე დამტკიცდება, ევროკავშირში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს Black Sea Petroleum-თან გარიგებების განხორციელებაზე შეზღუდვა აღარ დაუწესდებათ.

ყულევის ქარხნის მფლობელი და ოპერატორი კომპანია Black Sea Petroleum აცხადებს, რომ საწარმო მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან ექსკლუზიურად არარუსული წარმოშობის ნავთობს ამუშავებს და ამ მიდგომის შეცვლას არ გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, საწარმომ ცოტა ხნის წინ ლიბიური ნავთობის მეოთხე პარტია – 87 500 ტონა მიიღო. ბოლო სამი თვის განმავლობაში ლიბიიდან მიღებული ნედლეულის საერთო მოცულობამ დაახლოებით 352 ათასი ტონა შეადგინა.

ნავთობის მიწოდება საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს. BSP-ის განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან საწარმოში წარმოებული ნავთობპროდუქტები ევროკავშირის საიმპორტო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • ვაკეში მუნის შემთხვევები გამოვლინდა – მედია
  • აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge