სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების – ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
როგორც “პირველების” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, მოსამართლე ალერიან ბუგიანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ადვოკატების განცხადებით, პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.
სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. სამივე მათგანის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან.
საქმის მასალების მიხედვით, 14 ოქტომბერს ამჟამად დაკავებულები კაცს ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი სხვა პირებთან ერთად ბრალდებულები არიან ციხეში პატიმარ დავით ფექიარიშვილის ცემის საქმეზე.
40 წლის პატიმრის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინათ ასევე : ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
ბრალდება იგივე საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას ედავება.
