Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

November 25, 2026
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 69 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

კანონის პროექტის თანახმად, ფართოვდება ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები, მათ შორის, საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმელების სახელმწიფო კონტროლის, ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისა და სერტიფიცირების მიმართულებით.

განისაზღვრება სახელმწიფო ენოთეკის ცნება, მისი შექმნის, მართვისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილებები. ამასთანავე, ზუსტდება ბუნებრივი ღვინის წარმოებისას დასაშვები ოპერაციები, ღვინის წარმოებაში წყლის გამოყენების შეზღუდვა, პროდუქციის წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სერტიფიცირების მოთხოვნები.

სავალდებულო სერტიფიცირება ვრცელდება იმპორტისთვის განკუთვნილ კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილზეც, კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით. ამასთანავე, დგინდება სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებული და გარკვეული პირობებით აუქციონზე სარეალიზაციო ღვინისა და სპირტიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირებისგან გათავისუფლების საფუძვლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს – როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
  • ევროკომისია განმარტავს, რატომ უხსნიან ყულევის ქარხანას სანქციებს
  • “სკოლაში მასწავლებელი და მოსწავლეც ვერ მიდის უპასუხისმგებლობის, ტყუილებისა და ვითომ დაპირებების შედეგად…”- რას წერს მოქალაქე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge