ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. მიმდინარე წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.7% შეადგინა, რაც მეტწილად ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული. სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა კვლავ გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება. აღნიშნული ფარდობის გაპის ხანგრძლივად უარყოფით დონეზე შენარჩუნება, მნიშვნელოვანწილად, 2026 წლის პირველ სამ კვარტალში დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური აქტივობისა და ბოლო პერიოდში ნომინალური მშპ-ის მატების ასახვაა.
კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობა ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის
