Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ რეზოლუციით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შედეგები მოჰყვება – კრიშტოფ ბრეიზა

November 25, 2026
ამ რეზოლუციით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შედეგები მოჰყვება – კრიშტოფ ბრეიზა

ევროპარლამენტარ კრიშტოფ ბრეიზას განცხადებით, საქართველოს შესახებ რეზოლუცია „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო გზავნილია, რომ მის ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება. ევროპარლამენტარის თქმით, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მუშაობს როგორც რეზოლუციის ტექსტის გამკაცრებაზე, ისე უფრო სწრაფი და ეფექტიანი ზომების მიღებაზე.

ბრეიზა კიდევ ერთხელ მოითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას.

ამ რეზოლუციით ჩვენ ევროპარლამენტიდან ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ “ქართული ოცნების” ქმედებებს შედეგები მოჰყვება. “ქართული ოცნების” ლიდერებს შეუძლიათ, გააგრძელონ დეზინფორმაციის გავრცელება და რეალობის საკუთარი ვერსიის წარმოჩენა, მაგრამ ეს ფაქტებს ვერ შეცვლის. ევროპისა სახალხო პარტიის ჯგუფმა მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ტექსტი რაც შეიძლება მკაცრი ყოფილიყო და ასევე სხვა არხებითაც ვმუშაობთ, რათა უფრო სწრაფ და ეფექტიან ზომებს მივაღწიოთ.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და საქართველოში მყოფი ყველა პოლიტპატიმარი, – ამბობს კრიშტოფ ბრეიზა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები პაატა ბურჭულაძის საქმეს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. პროექტებში მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესება. ევროპარლამენტში დებატები დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლოს 18 სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე – ანა წითლიძე
  • ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა
  • ამ რეზოლუციით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შედეგები მოჰყვება – კრიშტოფ ბრეიზა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge