Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ – რა წერია ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტებში

November 25, 2026
სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ – რა წერია ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტებში

ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ ცალ-ცალკე მომზადებული რეზოლუციის პროექტები გასაჯაროვდა. დოკუმენტები პაატა ბურჭულაძის საქმეს, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

რეზოლუციის პროექტებში ასახულია ევროკავშირისადმი მოწოდებები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის მიზნობრივი ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.

დასანქცირების მოთხოვნა ეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, გიორგი გაბიტაშვილს, ასევე სხვა მაღალჩინოსნებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ საქმეებში მონაწილე მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცველებს.

ერთ-ერთი პროექტის ავტორები 71 წლის საოპერო მომღერლისა და სამოქალაქო აქტივისტის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და სასჯელის თანაზომიერებას.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ბურჭულაძის პატიმრობის პირობებზე, მათ შორის ხანგრძლივ იზოლაციაზე, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვასა და არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე.

პროექტის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის სათანადო სამედიცინო და იურიდიული დახმარება, ოჯახთან რეგულარული ურთიერთობისა და საკონსულოს წარმომადგენლებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბურჭულაძე საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა.

ევროპარლამენტარები ბურჭულაძის საქმეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესუსტებისა და რუსეთის მზარდი გავლენის კონტექსტში განიხილავენ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

პროექტის ავტორები საქართველოს ხელისუფლებისგან ასევე მოითხოვენ ხელოვანების, ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტას და დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების დამოუკიდებელ გამოძიებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლის აუცილებელი წინაპირობა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტებზე დებატები დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლოს 18 სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე – ანა წითლიძე
  • ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა
  • ამ რეზოლუციით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შედეგები მოჰყვება – კრიშტოფ ბრეიზა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge