ციხიდან გათავისუფლებული გიორგი მინდაძე პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე მივიდა.
ფოტოებს აქციიდან ნეტგაზეთი ავრცელებს.
გიორგი მინდაძემ გლდანის ციხე გუშინ, 23 ნოემბერს დატოვა. ის მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
გიორგი მინდაძეს პროკურატურა გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
