Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების დროს ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

November 24, 2026
“საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების დროს ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

“საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულინოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების დროს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ – სკანდალური განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მუქარას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი პოლიციის გამყოფილებაში ჰქონდა.

ყოფილი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პერიოდულად, პოილციელები ვინმე “რონის” ეკონტაქტებოდნენ. ჩაჩუას მტკიცებით, სწორედ ის აკონტროლებდა მთელ იმ პროცესს.

კი, იყო ხელის დარტყმა, რა თქმა უნდა, მათ შორის, იყო მუქარა შემდეგ უკვე კაბინეტში. იქვე იდო რაღაც “დუბინკა” თუ ასე შემდეგ და ახლა ამ “დუბინკით” გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეში თუ ასე შემდეგ. იყო ამ ტიპის საუბარი. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იქ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს”- თქვა ჟურნალისტმა.

ვინ არის “რონი”, ვისაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი ჟურნალისტი ახსენებს – ეს წესით გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყება.

შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, წინა კვირას ციხიდან წერილი გაავრცელა სადაც ამტკიცებდა, რომ მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს.

ჩაჩუას თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მისგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჟურნალისტის განცხადებით მისი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აქვს.

11 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “საზმაუს” ყოფილი თანამშრომლის საპასუხოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყება ბრალდებებს „ცრუს და დაუსაბუთებელს“ უწოდებს. შსს-მ განცხადებას თან დაურთო 16-წამიან ფარულ ვიდეო ჩანაწერი.

ნოდარ ჩაჩუა 6 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაკავებული იყო მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია. ქალს ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან. ლალო ბერია სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს. ქალს საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას – არჩილ გორდულაძე
  • პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge