Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დასმულ კითხვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა – “დაბრძანდით, ბატონო არჩილ!”

November 24, 2026
ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დასმულ კითხვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა – “დაბრძანდით, ბატონო არჩილ!”

“ნაციონალური მოძრაობა” პლენუმისგან ითხოვს, გამოითხოვონ ლაფანყურისსპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით მასალები – იყო თუ არა 14 წლის განმავლობაში აღძრული საქმე?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი დღეს ანი წითლძემ მოსარჩელე მხარისგან მოითხოვ,ა თუმცა არჩილ გორდულაძემ კითხვას პასუხი არ გასცა.

ამის შემდეგ სხდომაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება წითლიძესა და გორდულაძეს შორის.

“ქალბატონო ანა, ჩვენ აქ გამოცდაზე არა ვართ” – უთხრა გორდულაძემ წითლიძეს.

“დაბრძანდით, კითხვაზე პასუხი თუ არ გაქვთ” – უპასუხა ანი წითლიძემ.

ანი წითლიძე: ხომ არ გახსოვთ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი საქმე ვისზე არის აღძრული?

არჩილ გორდულაძე: ქალბატონო ანა, ჩვენ აქ გამოცდაზე არა ვართ. დასვით კითხვა და გაგცემთ პასუხს, ჩამოაყალიბეთ კითხვა და გაგცემთ პასუხს. თქვენ მიხეილ სააკაშვილზეც ამბობდით, რომ პარტიის წევრი ის ჩვეულებრივ რიგით ნომინალური იყო.კითხვა დასვით.

ანი წითლიძე: შეფასებების გაკეთების ადგილი არ არის. ამიტომ დაბრძანდით, კითხვაზე პასუხი თუ არ გაქვთ. კითხვა იყო ძალიან კონკრეტული და თუ პასუხი არა გაქვთ, მაშინ უნდა თქვათ, რომ პასუხი არა გაქვთ. პირველი — ლაფანყურის სპეცოპერაციაზე აღძრული იყო თუ არა 14 წლის განმავლობაში საქმე?

თენგიზ შარმანაშვილი: თქვენ რატომ უნდა გიპასხუოთ პროკურატურის ნაცვლად არ ვიცი.

ანი წითლძე: მაშინ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რას გვედავებით?

არჩილ გორდულაძე: მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე — ეს გახლავთ ის… ის გია ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, რომელთანაც დაკავშირებულია საქმე მიხეილ სააკაშვილის შემოსვლა უკანონოდ საზღვრის კვეთასთან…

ანი წითლიძე: ლორთქიფანიძის პიროვნების აღწერა არ მივითხოვე, ვითხოვე კონკრეტული პასუხი.

არჩილ გორდულაძე: გია ლორთქიფანიძესაც ემიჯნებით? ლორთქიფანიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს არის ადამიანი, რომელიც მათ შორის იმყოფებოდა იმ თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა მერაბიშვილი, სადაც მიხეილ სააკაშვილი პასუხს სთხოვდა ციხეებში მიმდინარე წამებებთან დაკავშირებით. ამ საქმეში ფიგურირებენ ისეთი პირები, როგორებიც არიან დავით დათა ახალაია, ერეკლე კოდუა, ზურაბ ქაჯაია, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, ლევან ქარდავა, კახა ბერნაკანი, რომან შამათავა და იოსებ თოფურიძე.

ანი წითლიძე: კონკრეტულად მაინტერესებს, კი თუ არა: გამოიძიეთ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე თუ არა?

არჩილ გორდულაძე: ქალბატონო ანა, ისევ და ისევ, დაანებეთ ბოკერიასავით „კი თუ არას“ კითხვების დასმას. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ბრალი ექნება წარდგენილი ან რა გადაწყვეტილება იქნება პროკურატურის მიერ მიღებული თუ სასამართლოს მიერ, არაფერს რომ არ ენდობოდით…

ანი წითლიძე: ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს ლაფანყურის სპეცოპერაციაში?

არჩლ გორდულაძე: გასაგებია, რომ მე თქვენ მოსაწონს ვერასდროს ვერაფერს ვერ ვიტყვი და ღმერთმა დამიფაროს, რომ თქვენი მოსაწონი რამე ვთქვა. 2004–2012 წელი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა არ არის და ეფექტური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან საგამოძიებო ორგანოებზე არ ხორციელდება.

ანი წითლძე: გასაგებია, უკვე ორჯერ გვიპასუხა. პასუხი არის ის, რომ პასუხი არ არის. მე ვთხოვ სასამართლოს, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან მიმართებით გამოითხოვოს ლაფანყურის ამ სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით მასალები — იყო თუ არა ამ 14 წლის განმავლობაში აღძრული თუ არა საქმე?

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
  • ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დასმულ კითხვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა – “დაბრძანდით, ბატონო არჩილ!”
  • „ქართულმა ოცნებამ“ ომთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც მისასალმებელია, ახლა ვიდავოთ იმაზე, ხუთ გადატრიალებას აწყობდა ოპოზიცია, თუ ექვსს – თენგო თევზაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge