ოპოზიციის მხრიდან გრძელდება „სინდისის პატიმრების“ – „უსინდისოს“ სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას,- წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, ირაკლი მილაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება, რომელშიც მილაძე წერს, რომ „ვინც შეწყალებას აწერს ხელს, იმას იგივე საქმეში აღარაფერი ესაქმება და საქვეყნო საქმე მათი საქმე აღარ უნდა იყოს.“
„ოპოზიციის მხრიდან გრძელდება „სინდისის პატიმრების“ – „უსინდისოს“ სტატუსად გადაკეთება. მთავარი ისაა, რომ არც მინიჭებას აქვს ფასი და არც ჩამორთმევას.“- წერს ცოტნე ანანიძე.
