თბილისი, საქართველო, 24 ნოემბერი, 2026 – Wizz Air ადასტურებს, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის მიმართულებით გადამისამართდა.
ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა. შედეგად, საჰაერო ხომალდი თბილისში გადამისამართდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
მომხდარის შედეგად, რეისი W6 7909 ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით, ასევე ბერლინიდან ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი დაბრუნებითი რეისი, 2026 წლის 25 ნოემბრისთვის გადაიდო.
გადამისამართებული რეისის მგზავრები ავტობუსებით ქუთაისში დაბრუნდებიან, ხოლო ცვლილებებით დაზარალებულ მგზავრებს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.
Wizz Air-ისთვის მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
