Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის- 176 მიწის ნაკვეთი…”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე

November 24, 2026
“გახარიას პარტია იშლება”-არჩილ გორდულაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა კონკრეტული სია და სასამართლოში წარმოდგენილია თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები კომპენსაციების გაცემის საკითხთან დაკავშირებით, გორდულაძემ აღნიშნა, რომ საინტერესპა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით დასმული კითხვა და დასძინა, რომ ეს მათი დაცვის სტრატეგიაა.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად აცხადებს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს მნიშვნელობა არ აქვს, არ ენდობიან არც სასამართლოს, არც პროკურატურას და არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რის ფონზეც გორდულაძე მოპასუხე მხარეს რიტორიკულ კითხვას უსვამს მათთვის „რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება [დადგენილი], გამომძიებლის, თუ პროკურატურის“.

არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ საუბარია არა 65, არამედ დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებაზე, რომელიც დაზარალებულ პირებს დაუბრუნდა.

„დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის. მათ შორის არის 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი ბინა, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომობილი და ოქროს სხვადასხვა ნაკეთობები. აღნიშნული ინფორმაცია, როგორც ცნობილი არის, 2015 წელს პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში, ხაზს ვუსვამ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის უფლებამოსილებაც 2012 წლამდე ჩადენილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე იძულებით ქონებების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლა და გამოძიება არის განსაზღვრული. 488 მესაკუთრე არის დაზარალებულად ცნობილი, რომელთაგან 335-ს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ჩემს მიერ დასახელებული ქონებები.

ეს არის საგამოძიებო კომისიის 632-ე და შემდგომი პარაგრაფები: 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა. 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა, მათ შორის თვითმფრინავი და შვეულმფრენები, ეს ერთ-ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული არის, როდესაც უშუალოდ ჩამოერთვათ თვითმფრინავები და შვეულმფრენები გიორგი კალანდაძის დავალებით უკანონოდ იქნა ჩამორთმეული და გადაცემული იქნა „დელტას“ ტერიტორიაზე იყო აღნიშნული ქონებები განთავსებული, ყველანაირი სახელმწიფო საკუთრებაში ასახვის გარეშე, და დაუბრუნდათ დაზარალებულ მხარეებს.ეს ყველაფერი არ არის ნამდვილად. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს არაერთხელ აქვთ განმარტებული, რომ ასობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისიის საქმიანობის განმავლობაში შევიდა საგამოძიებო კომისიის მისამართით და აღნიშნული განცხადებები შემდგომი რეაგირებისათვის პროკურატურაში არის გაგზავნილი. ასევე, საკუთრების უფლების შელახვისაც არა, უბრალოდ განულების კლასიკური მაგალითი არის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ჩამორთმევის საკითხი, რომელიც ისევ 2012 წლის შემდეგ დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს. სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობდა „იმედთან“ დაკავშირებით, ხოლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული სამი ინსტანციის გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს.ის, რომ მასშტაბური იყო ქონებების ჩამორთმევები და ასე „ახსენდებოდათ“ ხოლმე, ბოდიშს ვიხდი, არანაირი შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ, უბრალოდ ფაქტია, რომ ღამით ახსენდებოდათ ხოლმე ადამიანებს, რომ სახელმწიფოსთვის გადასაცემი საჩუქარი ჰქონდათ თურმე გადასაცემი და შემდეგ უკვე, მათ შორის, ღამის პერიოდში არაერთი ქონება იქნა გადაფორმებული რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ეს გახლავთ საგამოძიებო კომისიისადმი 2025 წლის 17 თებერვალს, ნომერ მეორე სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ნადარეიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი და ანალოგიურად, კომისიისადმი გაგზავნილი შესაბამისი ოფიციალური წერილი პროკურატურისგან. თუ ვინმეს ამ ყველაფერში ეჭვი ეპარება, მაგრამ არა მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ თუ სასამართლოს სჭირდება, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არსებობს და ამავდროულად, ინკვიზიციის პრინციპიდან გამომდინარე, როგორც საგამოძიებო კომისიას გაეგზავნა, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნასაც და შესაბამისად, დეტალურ სიასაც გამოაგზავნის. რაც შეეხება კრებსითი ჩამონათვალი მოგახსენეთ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ,,მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქუთაისი-ბერლინის რეისი თბილისში უსაფრთხოდ დაეშვა” – Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების, დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების საგნად – ზურაბ რურუა
  • გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge