“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ირაკლი კობახიძე, შემდეგზე გაასწორე, მეორე არის ქ-ნი ეკა, მესამე ბერა, მერე ცოტნე, უტა, გვანცა, ადიკო, ბიძინას დაცვის უფროსი, დაცვის წევრები, მზარეულები, დამლაგებლები, ზოოპარკის მომვლელები, ზებრები, ამაზონის თუთიყუშები, დენდროლოგიურის ბოტანიკოსი, სამხრეთ აფრიკაში გაჭედილი 5 ბაობაბი სადღაც აქ ხარ შენ,მერე მოდიან შავი სკაროსი, აბასთუმნელი შპიცები, აწ გარდაცვლილი ჭორვილელი პინგვინი და ბ-ნი ანზორი“
– წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მიმართავს კობახიძეს, რომელმაც დღეს თქვა: „ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში არის პირველი პირი, მე ვარ მეორე პირი… ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ჩემს შორის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს“
