Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და Skillwill-ს ამაში განსაკუთრებულ როლი აქვს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

November 24, 2026
“მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და Skillwill-ს ამაში განსაკუთრებულ როლი აქვს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება – ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში.

„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების ნდობას და მიხარია, რომ Skillwill ამ ნდობას ძალიან ღირსეულად და წარმატებით პასუხობს. უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულთაგან ყოველმა მეოთხე აპლიკანტმა აირჩია Skillwill. განსაკუთრებული ინტერესი იყო ხელოვნური ინტელექტის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ Skillwill-ს შეუძლია, სტუდენტებს შესთავაზოს ის პროფესიული განათლება, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად არის გამოსადეგი და საინტერესო.

მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება – ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში. რეგიონული გაფართოება, ბუნებრივია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენთვის. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე განათლების სისტემის დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე და ამ კუთხით Skillwill-ის მაგალითი ნამდვილად ძალიან საინტერესოა.

კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ Skillwill არა მხოლოდ თვითონ უზრუნველყოფს საკუთარი პროგრამების წარმატებით განხორციელებას, არამედ განათლების სისტემასაც ეხმარება ახალი პროგრამების და ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორობა, რაც ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს სთავაზობს მოწინავე ცოდნას, ამდიდრებს ზოგადად სასწავლო პროცესს და ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან მზარდია ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და ბუნებრივია, ამ განვითარებას ჩვენმა ქვეყანამაც უნდა აუწყოს ფეხი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ MIT-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არავის აქვს უფლება, ამ ხალხზე ბულინგი და წნეხი აწარმოოს, მათ ცხოვრების გარკვეული პერიოდი სრულიად უსამართლოდ გაატარეს საპატიმროებში, ასე რომ, ყველა გარეთ უნდა იყოს – გიორგი შარაშიძე შეწყალებულებზე
  • ცნობილია ქართველი მამაკაცის ვინაობა, რომელიც ნეაპოლში, უგონო მდგომარეობაში, თავში მძიმედ დაჭრილი იპოვეს
  • “ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge