Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო” – მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართავს

November 24, 2026
“მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო” – მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართავს

ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა: დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა მაიძულა, ახლა კი ჩემი შვილის თავისუფლებაც წამართვა, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მათე დევიძის დედის, თამუნა მჭედლიშვილის ღია წერილშია ნათქვამი, რომლითაც ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართა.

მჭედლიშვილი თავის მიმართვაში მოუწოდებს ევროსტრუქტურებსა და დიპლომატებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით და უმოკლეს ვადაში მიიღონ ქმედითი ზომები მათე დევიძის გასათავისუფლებლად.

“მიმართვა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს!

მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში, პოლონეთში წასულიყო, რადგან საქართველოში ვერ შეძლო ღირსეული შრომითა და ადამიანური პირობებით ცხოვრება.

საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი, უცხო მიწაზე ვცხოვრობ, მაგრამ ვერც აქ ვპოულობ სიმშვიდეს, რადგან ჩემი შვილი, მათე დევიძე, პატიმრობაში იმყოფება. მათე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავდა.

მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მუდმივ ტკივილად იქცა. იძულებული ვარ, უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს, ვიცხოვრო და ყოველდღიურად იმაზე ვიფიქრო, რომ ჩემი შვილი ციხეშია, მე კი არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავეხუტო, გვერდით დავუდგე და მისთვის ყველაზე რთულ წუთებში დედის სითბო გავუზიარო.

ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა: დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა მაიძულა, ახლა კი ჩემი შვილის თავისუფლებაც წამართვა.

დღეს თქვენ მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით და უმოკლეს ვადაში მიიღოთ ქმედითი ზომები მათე დევიძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის შესაბამისმა ინსტიტუტებმა:

გამოყონ პასუხისმგებელი წარმომადგენელი, მათე დევიძის საქმისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის შესასწავლად;მისი საქმე პირდაპირ განიხილონ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შესაბამის ქართულ სახელმწიფო უწყებებთან;საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მისი პატიმრობისა და მისი სისხლის სამართლებრივი დევნის გარემოებებთან დაკავშირებით;განიხილონ ყველა შესაძლო დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც მისი გათავისუფლების ხელშეწყობას შეძლებსრამდენი ოჯახი უნდა დაინგრეს კიდევ? რამდენი დედა უნდა დარჩეს შვილის გარეშე? რამდენი ადამიანი უნდა კარგავდეს თავისუფლებას იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალზე საკუთარი აზრი გამოხატა?

მე უკვე დავკარგე სამშობლოში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ახლა ჩემი შვილის თავისუფლებისთვის მიწევს ბრძოლა უცხო ქვეყნიდან, უცხო ცის ქვეშ.

მათე დევიძე უდანაშაულოა. ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ადგილი ციხეში არ არის!

გთხოვთ, მოისმინოთ დედის ხმა, რომელიც ორ წელზე მეტია, საკუთარი შვილის თავისუფლებას ითხოვს. ნუ დაუშვებთ, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დაიკარგოს. ვითხოვ საერთაშორისო საზოგადოების რეალურ ჩართულობას და ჩემი შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

თავისუფლება მათე დევიძეს!” – წერია თამუნა მჭედლიშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, 20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვრებოდეს არა იმით, თუ რომელ პოლიტიკურ ბლოკს მივეკუთვნებით, არამედ, რა როლი გვექნება თანამედროვე მსოფლიოში – „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“
  • „შეუცვლელია“ – გერმანული გამოცემა ბუდუზე წერს
  • “მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო” – მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge