მეუფე იობის კიდევ ერთი ხმაურიანი ქადაგება ამბიონიდან – რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მიანიშნებს, რომ დაპირისპირება საპატრიაქოსა და “ოცნებას” შორის არსებობს.
“როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული – არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი”, – თქვა დღეს მაღალმა იერარქმა და დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა.
სასულიერო პირი საუბრობს მხილებაზეც და აცხადებს, რომ არც პოზიციის მხილებას უნდა მოერიდოს ეკლესია და არც ოპოზიციის, თუ სამხილებელია.
“ერთი რამ გვაკლია ჩვენ – ერთობა უნდა გვქონდეს. ხშირად ცხონებული ილია II ამბობდა ამ სიტყვებს – ერთსულოვნებაა საჭირო, ერთსულოვნებაა საჭირო. ჩვენ ერთსულოვნება უნდა გვქონდეს. ჩვენ ერთსულოვანი უნდა ვიყოთ, ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. დიალოგი რისთვის არსებობს? დავსხდეთ, ვიმსჯელოთ – რა გვჭირს? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული – არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ჩვენ თუ ღვთის მსახურები ვართ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი. დღეს მოდიან ვთქვათ ჟურნალისტები, გინდ სახელისუფლებო მხრიდან, გინდ ოპოზიციის მხრიდან – სასულიერო პირმა არცერთ მათგანთან არ უნდა გააკეთოს ინტერვიუ რომელიმეს მხარდასაჭერად. ნებისმიერ ტელევიზისთან ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. მხილებაა საჭირო პოზიციის, უნდა ვამხილოთ – სიყვარულით ოღონდ, სიძულვილით არა. ოპოზიციაა სამხილებელი, უნდა ვამხილოთ. უცდომელი კაცი არავინ არაა. ცოდვა ყველასა გვაქვს ჩვენ… ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ სიყვარულზე დავაფუძნოთ ჩვენი ურთიერთობა ოპოზიციასთანაც და პოზიციასთანაც. არ შეიძლება სასულიერო პირმა, როგორც პოლიტიკოსმა, რაღაცა პოზიცია დაიკავოს და მტკიცედ დაიცვას ეს… აუცილებელია, თუკი გამოსწორდება, თუკი დავინახავთ, რომ წინსვლაა, თუკი დავინახავთ, რომ კეთილად წარიმართა ჩვენი ქვეყნის მომავალი, დავუჭერთ იმ ხელისუფალს მხარს, ვინც ამას გააკეთებს და მადლობა უფალს, რომ არ არის მთლად ისეთი მგდოამრეობა, რომ ჩვენ ჩიხში შევიდეთ და ჩვენი პოზიციები განვამტკიცოთ. საუბრით, ურთიერთობით ყველაფერი მოგვარდება. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, თუ ჩვენ დაპირისპირებაში შევალტ, ჩვათვალოთ რომ ეშმაკის მხარეს ვდგავართ, თუ ჩვენ გაერთიანებას ვუწყობთ ხელს, ჩავთვაელთ, რომ ღმეღტის მხარეს ვდგევართ. ” – თქვა მეუფე იობმა ქადაგებისას.
