ნანუკა ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ “პროვოკაციას ამზადებენ” – ტელეწამყვანის თქმით, ის ფაქტი, რომ თორნიკეს ყალბი ინფორმაცია გაუვრცელეს, რომ თითქოს ნარკოტიკებს ყიდდა, ძალიან საშიში ტენდენციაა.
გუშინ საღამომდე მეგონა, რომ ეს იყო რაღაცნაირი სტანდარტული შეტევა, რასაც აკეთებენ ხოლმე მედია საშუალებები, პროპაგანდის – იმედი, რუსთავი 2, პოსტ TV, ერთია სამივე. საშიში არის ის, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ზუსტად ისეთივე ნარატივი, როგორიც ჰქონდა ყალბი ინფორმაციების გამავრცელებელ ტელეკომპანიას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის, რაც თორნიკეს თავს ეხლა ხდება, ეს შეტევა — თითქოს ნარკოტიკებს ყიდდა, ხელოვნური ვიდეოს დამონტაჟება, თითქოს შემდეგ უკვე ჯგუფებში მისი ნომრის გავრცელება — ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. მე ვარ დარწმუნებული, რომ ისინი რაღაც პროვოკაციას ამზადებენ თორნიკესთვის”, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჟურნალისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ.
კონკრეტულად, 21 ნოემბერს ოპოზიიცის მადისკრედიტირებელმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკანი (არქივი) აქტივისტ თორნიკე რაზმაძის სახელით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის, სავარაუდოდ ნარკორეალიზატორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასთან სურს კურიერად “პლანზე, 1 გრამიანებზე” მუშაობის დაწყება.
