Monday, November 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპენსიო შენატანების დარღვევისთვის დამსაქმებლების ჯარიმები 10 თვეში 264%-ით გაიზარდა – სექტემბერ-ოქტომბერში კი შემცირდა

November 23, 2026
იანვრიდან პენსია 35 ლარით იზრდება – ვინ რამდენს მიიღებს?

საპენსიო შენატანების დარღვევისთვის დამსაქმებლების ჯარიმები 10 თვეში 264%-ით გაიზარდა – სექტემბერ-ოქტომბერში კი შემცირდა საპენსიო

შენატანების დარღვევისთვის დამსაქმებლების ჯარიმები 10 თვეში 264%-ით გაიზარდა – სექტემბერ-ოქტომბერში კი შემცირდა

საპენსიო შენატანების დარღვევისთვის დამსაქმებლები

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამში 9 126 793 ლარით დაჯარიმდნენ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 264%-ით აჭარბებს.

ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის 10 თვეში აღნიშნულისთვის კომპანიებს 2 506 417 ლარი დაეკისრათ.

თუმცა, სექტემბერში და ოქტომბერში საპენსიო შენატანების არასწორად დარიცხვის გამო ბიუჯეტში დამსაქმებლების მიერ გადახდილი თანხა შემცირდა. შედარებისთვის, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ოქტომბერში ამ მიზნით ბიუჯეტში 86 825 ლარი შევიდა, სექტემბერში – 697 718 ლარი, მაშინ როცა აგვისტოში აღნიშნული თანხა 1 589 090 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, რომლის თანახმადაც კომპანიები 2025 წლის 1-ელი მაისის შემდეგ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, თუ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავენ საპენსიო შენატანებსა და საურავებს.

ამასთან, ცვლილებებით შემცირდა ჯარიმების ოდენობაც. თუ მანამდე პირველ დარღვევაზე 500 ლარი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1 000 ლარი იყო გათვალისწინებული, ახალი წესით ჯარიმა ორივე შემთხვევაში 300 ლარს შეადგენს. ჯარიმების მოცულობის შემცირებაც დიდი ალბათობით, სწორედ ამ ცვლილებას უკავშირდება.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საპენსიო შენატანების არასწორად დარიცხვის გამო ბიუჯეტში დამსაქმებლების მიერ გადახდილი თანხები თვეების მიხედვით ასე განაწილდა:

იანვარი – 513 305 ლარი;

თებერვალი – 535 058 ლარი;

მარტი – 504 777 ლარი;

აპრილი – 457 397 ლარი;

მაისი – 576 510 ლარი;

ივნისი – 2 154 587 ლარი;

ივლისი – 2 011 526 ლარი;

აგვისტო – 1 589 090 ლარი;

სექტემბერი – 697 718 ლარი;

ოქტომბერი – 86 825 ლარი.

შეგახსენებთ, იმასაც რომ საპენსიო შენატანების არასწორად განხორციელების გამო ჯარიმების მკვეთრი ზრდა 2025 წლის მაისში ამოქმედებულ გამკაცრებულ რეგულაციებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შედეგადაც, საპენსიო ფონდს მიეცა შესაძლებლობა, გაეძლიერებინა კომპანიების მონიტორინგი და საპენსიო შენატანების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დამსაქმებლები დაეჯარიმებინა.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს. სისტემაში შენატანებს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ახორციელებენ. კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის შენატანების განაწილების პრინციპი 2%+2%+2%-ს გულისხმობს. კერძოდ, დასაქმებული ხელფასის 2%-ს რიცხავს, დამსაქმებელი დამატებით 2%-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის სასარგებლოდ კიდევ 2%-ს ამატებს კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პროცესმა დაგვანახა, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურა” – ლევან მაჭავარიანი
  • საპენსიო შენატანების დარღვევისთვის დამსაქმებლების ჯარიმები 10 თვეში 264%-ით გაიზარდა – სექტემბერ-ოქტომბერში კი შემცირდა
  • მეორადი ტანსაცმლის და სათამაშოების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – სად ვყიდულობთ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge