„უკრაინამ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა და ალიანსის მიღმა მყოფმა რამდენიმე დასავლურმა სახელმწიფომ უკვე შექმნეს ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსკოვი აფასებს, რამდენად იქნება საპასუხო ქმედება მიყენებული ზიანის პროპორციული“ – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით: „სახელმწიფო სუვერენიტეტი და ბირთვული იარაღი: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები“
