„ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ ჩავუღრმავდები… სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის. მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა ბოლომდე მიიყვანოს. ამას წინ უსწრებდა ერთმანეთთან საუბარი. ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერების თვალსაზრისით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“ – განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას
ოცნებამ გუშინ, 22 ნოემბერს უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ თქვა, ამ საკითხზე აქტიურ კონტაქტში არიან საპატრიარქოსთან და უახლოეს მომავალში შესაბამისი კანონპროექტიც მომზადდება
