“დნმ-ის ტესტმა გამაოცა – 74%-ით ქართველი ვარ“ – რას ჰყვება თურქული სერიალების ვარსკვლავი საკუთარ წარმომავლობაზე
თურქი მსახიობი ბუშრა დეველი, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა სატელევიზიო პროექტიდან იცნობს (ბოლოს კი სერიალ “ეშრეფ რუიაში“ კომისარ ჩიღდემის როლს ასრულებდა), საკუთარი გენეტიკური წარმომავლობის ტესტის მოულოდნელ შედეგებზე საუბრობს. მსახიობმა ამ თემაზე ჟურნალისტ ფათიჰ ალთაილის გადაცემაში ისაუბრა.
რა აჩვენა დნმ-ის ტესტმა?
ბუშრა დეველის თქმით, დნმ-ის ტესტი უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო გაიკეთა, თუმცა პასუხებმა თავადაც გააოცა, რადგან საკუთარი ოჯახური ისტორიის შესახებ მანამდე სხვა წარმოდგენა ჰქონდა.
“ცნობისმოყვარეობის გამო დნმ-ის ტესტი გავიკეთე. გასაკვირია, მაგრამ შედეგების მიხედვით, 74%-ით ქართველი ვარ, 15%-ით კი – სომეხი“, – აღნიშნა მსახიობმა. მისი თქმით, დედა ტრაპიზონიდანაა, მამა კი – ბაიბურთიდან. თავად კი თურქეთის ქალაქ იზმითში დაიბადა და გაიზარდა.
