UFC Qatar-ის შემდეგ ორი მებრძოლი, მათ შორის ალექსანდრე თოფურია კლინიკაში გადაიყვანეს – რას წერს მედია
UFC-ის ტურნირის შემდეგ ალექსანდრე თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ქართველ მებრძოლს თავისა და სახის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. მასთან ერთად სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში კიდევ ერთი მებრძოლი, ნიკოლას მოტაც გადაიყვანეს.
21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ UFC Qatar-ის ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა. ბრძოლა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, ლუნას გამარჯვებით დასრულდა. ამით ალექსანდრემ ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა UFC-ში.
როგორც MMAmania-ს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურია თავისა და სახის არეში მიღებული შესაძლო დაზიანებების შესამოწმებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, თუმცა კვლევის შედეგები ამ დროისთვის საჯაროდ ცნობილი არ არის.
საავადმყოფოში გადაიყვანეს ბრაზილიელი მებრძოლი ნიკოლას მოტაც, რომელიც ღონისძიების წინასწარ ბრძოლებში დომ მარ ფანთან დამარცხდა
მსგავსი პრაქტიკა UFC-ში უჩვეულო არ არის – ორგანიზაცია მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მძიმე დაპირისპირებების შემდეგ მათ დამატებით სამედიცინო შემოწმებას უტარებს.
ალექსანდრე თოფურიას გამოკვლევების შედეგების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
