23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს.
ერთ-ერთ გამორჩეულ საეკლესიო დღესასწაულს საქართველოს მოსახლეობას სოციალურ ქსელში ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ულოცავს და ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„მე და ბებო გიორგობას გილოცავთ სრულიად საქართველოს! მიყვარხართ!“ — წერს ლაშა ბექაური.
წმინდა გიორგის ხსენება საქართველოს ეკლესიაში წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 23 ნოემბერს და 6 მაისს.
