Monday, November 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

November 23, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მიერ კიევის ოლქში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიმერში მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ბავშვის გამოყვანა შეძლეს, ათი ადამიანის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

„შენობას რუსული „შაჰედი“ მოხვდა. ფაქტობრივად, მთელი სადარბაზო აფეთქდა. სამაშველო სამუშაოებს მუდმივად გამოცხადებული ახალი საჰაერო განგაშები და ახალი საფრთხეები აფერხებს. ადგილზე საკმარისი ძალებია მობილიზებული და მაშველებს საჭირო საშუალებებიც აქვთ. სამაშველო სამუშაოებში 130-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დიმერში ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ყველა დაკარგული ადამიანის ადგილსამყოფელი არ დადგინდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში იერიში კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევეზეც განხორციელდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამიზნე ჩვეულებრივი სასურსათო მაღაზია იყო.

„რუსეთის მუდმივი ტერორი. ამ ნაძირლების მხრიდან მუდმივი ძალადობა. მთელი ამ ტერორისთვის კი ისინი ჩვენს სრულიად დამსახურებულ საპასუხო დარტყმებს მიიღებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე განცხადებით, მომავალი კვირა უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ნაყოფიერი უნდა იყოს.

„დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრები პარტნიორებთან. ვემზადებით იმისთვის, რომ პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავიყვანოთ. ჩვენს მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დაგეგმილი, რათა ამ რუსული ომის მიუხედავად, უკრაინამ შეძლოს ევროინტეგრაციის პროცესის წინ წაწევა და შეთანხმებული მიზნების შესრულება, რაც უკრაინას რეალური, სრულფასოვანი ევროპული მომავლის მიღწევაში დაეხმარება. ევროკავშირთან ურთიერთობებს განვიხილავთ, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ აუცილებელ გარანტიას თითოეული ჩვენგანისთვის – უკრაინისა და ყველა უკრაინელისთვის. ეს აუცილებლად მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია – დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკულია მამაკაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
  • ინდონეზიაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა – 30 ადამიანს კი მაშველები კვლავ ეძებენ
  • “გასაგებია, რომ აკრძალვა ცუდია და კონტროლი სჭირდება სუროგაცია-დონაციას საქართველოში! მაგრამ აკრძალვაზე 2 წლის წინაც იყო საუბარი… “- რას წერს მეან-გინეკოლოგი ლევან გვარამაძე სოციალურ ქსელში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge