ესე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ და მეც, ერთობლივად გადავწყვიტეთ და მირჩევნია, – ასე პასუხობს “ტვ პირველის” კითხვას გადადგომის მიზეზებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი გელაშვილი. “ტვ პირველის” ჟურნალისტმა გელაშვილს ჰკითხა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება მის წასვლაზე. “ერთად, ერთდროულად მივიღეთ გადაწყვეტილება”, – თქვა გელაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე როგორ დაემთხვა ერთდროულად, ხელმძღვანელობის და მისი მოსაზრებები გადადგომაზე, გელაშვილი პასუხობს: “ნუ, სამსახურია.”
გიორგი გელაშვილი, მამუკა მდინარაძის ახლო მეგობარია, ისინი ერთად ფლობდნენ წარსულში იურდიულ კომპნიას. გელაშვილის მეუღლე სალომე ჯინჯოლია კი “ქართული ოცნების” დეპუტატია. “ტვ პირველმა” გელაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა მდინარაძის მეგობრობა გადამწყვეტი საკითხი მის გაშვებაში. ის პასუხობს: “არა, არა , რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ერთი და იგივე.”
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გიორგი გელაშვილი ამ უწყებაში პირველი მოადგილე იყო.
“ტვ პირველის” შაბათის ეთერი მაყურებელს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ უყვებოდა, რომ მამუკა მდინარაძის ახალი კომპანიის დაფუძნების დროს დოკუმენტები სწორედ გიორგი გელაშვილის სიძემ მოამზადა. ავთანდილ კუნჭულია მანამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
