ქუთაისში, 5-სართულიანი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა | ამის შესახებ მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. ცნობილია, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია – ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა – ქალმა დაზიანება ხელის არეში მიიღო. ადგილზე ამ დრომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ
