Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც მოზარდი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა – პროკურატურის განცხადება

November 20, 2026
დააკავეს 2 პირი, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტს თაღლითურად დაუფლნენ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული პირს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა და მის მიმართ გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები განახორციელა.

როგორც ირკვევა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მოძალადე მოზარდზე ფსიქიკურ ზეწოლასაც ახდენდა – მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი, მსხვერპლს მოკვლით ემუქრებოდა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაუყენა, მათ შორის, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის:

137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ორი ეპიზოდი);

138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ;

141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი – გარყვნილი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი);

150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი).

სასამართლომ ბრალდებული ყველა წარდგენილ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლე ნადარაიამ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებული შეკითხვა სხდომიდან მოხსნა
  • 18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც მოზარდი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა – პროკურატურის განცხადება
  • კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა – თქვენ გინდათ ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ – თენგიზ შარმანაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge