Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემი ღიმილა დედიკო წავიდა ღმერთთან…“ – ფონიჭალაში გარდაცვლილი ქალის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

November 20, 2026
„ჩემი ღიმილა დედიკო წავიდა ღმერთთან…“ – ფონიჭალაში გარდაცვლილი ქალის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

19 ნოემბერს ქვეყანა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა. ფონიჭალაში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.

8 საათიანი ძებნის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს. მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

საქმეზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

5 დაღუპულის ვინაობა ცნობილია, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია.

ნინო ჭელიძე – ხუთი შვილის დედა. აფეთქების დროს, სახლში ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა.

7 წლის ნუცა ფხალაძე – ნინო ჭელიძის შვილი. გოგონა დედასთან ერთად დაიღუპა. მისი უმცროსი და, 3 წლის თაია, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ვერიკო ვანიშვილი – აფეთქებას არასრულწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა.

54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი – ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო. პირველ სართულზე ცხოვრობდა.

აფეთქების დროს, სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს.მეგობრის მონათხრობით, შვილებს დედის ხმა ესმოდათ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი.

ლალის შვილი სოციალურ ქსელში დედის ფოტოს აქვეყნებს წარწერით:

„ჩემი ღიმილა დედიკო წავიდა ღმერთთან“- წერს რიმა ბედოშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მიუმართავს“ – მარია ზახაროვა
  • ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალი წარუდგინეს
  • ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე არ მივიდა – მოსამართლემ სხდომების გახსნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge