როინ შავაძის მკვლელობის საკითხზე დასმულ კითხვას საკონსტიტუციო სასამართლოშო ხმაური მოჰყვა – თავდაპირველად ანი წითლიძემ “ოცნებას” ჰკითხა, რატომ არის აღნიშნული საქმე შეტანილის არჩელი ენმ-ს წინააღდმდეგ, როცა არცერთ ლიდერს ბრალი არც წარდგენილი ჰქონია და არც ეჭვმიტანილი ყოფილა.
ამის შემდეგ ნიკა გვარამიამ მოსარჩელე მხარეს ჰკითხა, რა სტანდარტით ხელმძღვანელობდა საგამოძიებო კომისია, როცა შავაძის საქმეზე ფაქტებს ადგენდა.
ლევან ბეჟაშვილმა კი სხდომაზე როინ შავაძის საქმის პროკურორის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელშიც მოსამართლე რევაზ ნადარაია ჩაერთო. მან გვარამიას ბრალი დასდო სასამართლოს შეურაცხყოფაში, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა, მასტან ხმამაღალი ტონალობით საუბარი შეეწყვიტა:
ანი წითლიძე – “ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერს, რომელიმე წევრს, ჰქონია თუ არ ბრალი წაყენებული, ყოფილა თუ არა დაკითხული ან ეჭვმიტანილი და თუ არა, მაშინ რატომ არის ეს გურამ შარაძის საქმე შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენს წინააღმდეგ”.
არჩილ გორდულაძე – “კვირა დღეს გურამ შარაძე ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევართა დარბაზში სამუშაოდ დადიოდა. საღამოობით, შინ ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა….”
ანი წითლიძე – “ეგ წაკითხული გვაქვს ჩვენც…”
ნიკა გვარამია – “აი ეს არის სტანდარტი, რომლითაც კომისია ფაქტებს ადგენდა? აი ეს არის? დაინტერესებულმა მხარემ 15 წლის მერე თუ 20 წლის მერე განაჩენის საწინააღმდეგო ინფორმაცია რომ მოყვა? აი ეს არ გვაინტერესებს, სტანდარტი თქვას, რისით ეს შესული სარჩელში”.
არჩილ გორდულაძე – “ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის ყოფილი წევრი, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, განათლების მინისტრი, ამბობს ასეთ რამეს, რომ თურმე გარდაცვლილი ადამიანის, ანუ მსხვერპლის, დაზარალებული პირის ოჯახის წევრი რომ გამოკითხა საგამოძიებო კომისიამ, ეს რანაირი სტანდარტი არის საგამოძიებო კომისიისო… ფაქტი ის არის, რომ გურამ შარაძე სამი გასროლით, მათ შორის ორი საკონტროლო გასროლით მოკლეს”.
ლევან ბეჟაშვილი – “ვაყენებთ ამ შუამდგომლობას, რომ მოვიწვიოთ პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით და დავკითხოთ. ჩვენ გვაქვს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. რითი არის განპირობებული ეს ჩვენება? ამ ჩვენების ნამდვილობის დასადგენად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? დასტურდება ეს ჩვენება?”
რევაზ ნადარაია – “და რაში დაგვეხმარება სარჩელთან მიმართებით. კონკრეტული შეკითხვა მაქვს და გაოცებული სახეები ნუ იქნება”.
ლევან ბეჟაშვილი – “შეიძლება გამორიცხა პროკურორმა, ჩაატარა გამოძიება და გამორიცხა. ეს ჩვენებაში კი წერია, ბევრ რამეს ყვებიან ამ ჩვენებაში, მაგრამ რეალურად შეიძლება სხვა რამე დადასტურდა და პროკურორმა ამაზე. ამ ჩვენებაზე საერთოდ არც იხელმძღვანელა”.
მოსამართლე ვასილ როინიშვილი – “სულ რომ დადასტურდეს ეხლა პირობითად მოსარჩელე რასაც ამბობს. თქვენ ხომ საერთო ჯამში იტყვით, რომ მაინც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არსებობს? ვთხოვო სასამართლოს, რომ არ გაითვალისწინოს ეს გარემოება”.
ანი წითლიძე” – ეს არის ძაან არასწორი. ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი, შესაბამისად გაირკვეს. საერთოდ დაიწყო თუარა ეს გამოძიება? ვინ არის ეს პროკურორი?”
ნიკა გვარამია – “ვალიდური არის თუ არა, მტკიცებულება აქ დგინდება ბატონო. სადმე სხვაგან მოსამართლეების თავებში ან სათათბირო ოთახებში კი არა აქ”
მოსამართლე ნადარაია- “კორექტულად, მოსამართლის თავებში რანაირი მიმართვაა? მოსამართლეები წყვეტენ, მასე ილაპარაკეთ თქვენს თავზე მაშინ”.
ნიკა გვარამია – “მე არ მივიღებ თქვენგან ამ ტონალობით ლაპარაკს, და ხმის აწევასაც”.
მოსამართლე ნადარაია- “შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს”.
ნიკა გვარამია- “რა, მოსამართლის თავი შეურაცხყოფაა?”
მოსამართლე ნადარაია- “თუ ეს მისაღებია თქვენზე ილაპარაკეთ, თქვენზე ილაპარაკეთ”.
ნიკა გარამია – “არც ჩემ თავში არ არც არ წყდება ეგეთი საკითხები. აქ წყდება საჯარო განხილვისას. თავში ნიშნავს რომ ადამიანი ტვინში საკუთარი მოსაზრებით”.
მოსამართლე ნადარაია – “ნუ ნუ ამიხსნი თან ძალიან კარგად ვიცი და ამ ფორმით სასამართლოს ძალიან გთხოვთ…”
ნიკა გვარამია – “თქვენ დღეს ძალიან აგრესიულად ხართ განწყობილი რატომღაც. და კი პრობლემები ექმნება ამ მხარეს, მათ შორის მტკიცებულებების გამოკვლევის დროს. მეგის ქარდავა ციხეშია. დაგეკითხათ მეგის ქარდავაც. თუ იცოდით, რომ დაკითხვა არსებობდა, რატომ არ დაკითხეთ, თუ ციხეში ხალხის დაკითხვა არ შეიძლება?”
არჩილ გორდულაძე- “ეს თვითშეფასება და თვითაღზნება რა არის?”
ნიკა გვარამია – “თვითაღზნებას ეხლა შეეშვით თქვენ, ეგ არ არის თქვენი საქმე”.
არჩილ გორდულაძე – “ჩვენს ყვირილს შეეშვით აქ. დაანებოს ტავი ჩვენკენ ხელების გამშვერას და შეურაცყპფების მოყენებას თავი. დამშვიდდეს და მერე შემოვიდეს. დაანებოს სხდომის ჩაშლის მცდელობას თავი…”
