საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ზაზა ბიბილაშვილი პროცესზე “დესტრუქციისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის იმყოფებოდა”.
რევაზ ნადარაიამ სხდომაზე შეეცადა აეხსნა, რისთვის გააძევა დარბაზიდან ენმ-ს წევრი – მისი მტკიცებით, ბიბილაშვილი მუდმივად არღვევდა წესრიგს და მუდმივად აწყვეტინებდა სიტყვას.
„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი. მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილება და გადაჭარბებაა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ… ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის”. – განაცხადა ნადარაიამ.
