დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, 22 ნოემბერს მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.
მაღალმთაში ძლიერი თოვის, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე – საშუალო).
