Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რით დასტურდება, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები? – ენმ-ს კითხვა “ქართულ ოცნებას”

November 20, 2026
რით დასტურდება, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები? – ენმ-ს კითხვა “ქართულ ოცნებას”

საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მხარეებს შორის კამათი გაიმართა იმის თაობაზე, თუ რა ფაქტებს ეფუძნება მოსარჩელე მხარის პოზიცია ე.წ. გადატრიალების მცდელობებთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძემ 2019–2024 წლების მოვლენები ორ ნაწილად დაყო: არაძალადობრივად (2019 წლის ივნისი და 2022 წელს „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის მოთხოვნა) და ძალადობრივად (2023 და 2024 წლების გაზაფხულის, ასევე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციები). მისი განცხადებით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა და პრეზიდენტის ჩართულობის სურვილი დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს წარმოადგენდა, ხოლო შემდგომ წლებში აქციების ფონი და გამოყენებული საშუალებები დამძიმდა. არგუმენტებად გორდულაძემ დასახელდა აქციებზე ფოიერვერკების გამოყენება პოლიციელების მიმართულებით, ასევე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ ჯგუფური ძალადობრივი/რბევის მუხლებით დანაშაულის აღიარება.

ზაზა ბიბილაშვილმა რამდენჯერმე დასვა კითხვა, თუ რამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული შესაბამისი მუხლით და რით დასტურდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მათ შორის გაიხსენა 2015 წლის ე.წ. „საბურავების საქმე“ და 315-ე მუხლი. ბიბილაშვილმა კითხვაზე ზუსტი პასუხის მიღება და ოქმში დაფიქსირება ისურვა, რაზეც სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სხდომის დროს ის პასუხი მიეღოთ, რაც გაიცა.

ზაზა ბიბილაშვილი: ამ საქმის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, როგორც ჩვენ, ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს ძალიან მარტივი რამ — ამომწურავი ჩამონათვალი იმ გადატრიალების მცდელობებისა, რომელსაც მოსარჩელე მხარე აყრდნობს საკონსტიტუციო სარჩელს.

არჩილ გორდულაძე: სარჩელში 2019 წლის ივნისი; 2022 წელი, როდესაც პარტიები ღიად შეუერთდნენ დამხობის…. როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის სავარაუდო საბაბით, საქართველოს მთავრობის გადადგომა და ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს — ეს არაძალადობრივი ნაწილია. ძალადობრივი ნაწილი არის 2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები…

ზაზა ბიბილაშვილი: ანუ არაძალადობრივი არის, მაგრამ იმ გადატრიალების მცდელობაში შედის თუ არ შედის?

არჩილ გორდულაძე: ნახეთ, როდესაც შენ არ ცნობ ხალხის გადაწყვეტილებას, არ იღებ დემოკრატიის პრინციპს, რომ ხელისუფლება შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და ითხოვ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას — და ამაში ჩართული უნდა იყოს პრეზიდენტი, რისი კომპეტენციაც მას არა აქვს — ესეც წყობილების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

2023 წლის გაზაფხული, 2024 წლის გაზაფხული და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის მცდელობები და კულმინაცია — ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა ფონი, მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება.

ზაზა ბიბილაშვილი: რამდენი სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული შესაბამისი მუხლით?

არჩილ გორდულაძე: ძალადობრივ ქმედებაში გამოხატული არ იყო, მაგრამ ამ აქციების და მოთხოვნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მთავარი სლოგანი და ლოზუნგი იყო, რომ „ან ტექნიკური მთავრობა, ან წაგლეკავთ“. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი არის — ტყვიამფრქვევივით ერთ-ერთი ადამიანი ისვრის ფოიერვერკებს და დამიზნებით ესვრის პოლიციელებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ პირის იდენტიფიცირება დღემდე არ მომხდარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყვიამფრქვევის სახით ფოიერვერკის დამიზნებით სროლა სამართალდამცავების მიმართულებით და მათი ცოცხლად დაწვის მცდელობა დანაშაული არ არის.

რევაზ ნადარაია: უშუალოდ კითხვა უფრო სხვა რამეს მიემართებოდა, თუმცა კონტექსტში გასაგებია პასუხი და თუ ეს გსურთ პასუხი, ნუ მისაღებია.

ზაზა ბიბილაშვილი: არა, პოლიტიკური პასუხი ჩემთვისაც გასაგებია, უბრალოდ ჩემი კითხვა იყო და მსურს, რომ ეს დაფიქსირდეს ამ ოქმში — კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება, ჩაზუსტებად ვიტყვი: კითხვა იყო, რამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული?

რევაზ ნადარაია: სხდომის დროს მივიღოთ ის პასუხი, რაც არის.

თორნიკე ჭეიშვილი: კულმინაციური ეტაპი იყო, ბოლო იყო უკვე, როდესაც ასევე შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ სტანდარტებიდან გამომდინარე დადგა, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

არჩილ გორდულაძე: მურთაზ ზოდელავამ აღიარა დანაშაულის ჩადენა შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება. ასევე ლაშა ბერიძემ აღიარა დანაშაულის ჩადენა შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

ზაზა ბიბილაშვილი: რით დასტურდება, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები? მეტსაც გეტყვით, ახლა მე უკარნახებ და დავეხმარები მოსარჩელე მხარეს…

არჩილ გორდულაძე: არ სჭირდებათ, დროს დაიტოვეთ თქვენი…

ზაზა ბიბილაშვილი: არა, მე ვიცი მაგალითად, რომ 315-ე მუხლით იყო საქმე აღძრული მაგალითად 2015 წელს, როცა ბატონი ჭიკაიძის დროს იყო ეგრეთ წოდებული „საბურავების საქმე“. ის თუ იყო კონკრეტული კვალიფიკაციით აღძრული, ის გამოძიება დაიწყო, ხომ? ახლა როცა ვსაუბრობთ და არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ამ საფუძვლით გვინდა გავაუქმოთ ქართული ოპოზიცია — მარტივი კითხვაა, რით დასტურდება ეს?

არჩილ გორდულაძე: ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, კონკრეტული ქმედებები აქვთ ჩადენილი, ეს ერთი საკითხია, და მათი კრებსითი ქმედება უკვე, რაც ხდებოდა საქართველოს დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე დღეების განმავლობაში — აი, ეს უკვე ყველაფერი ერთად ქმნის იმ განზრახვას, იმ სულისკვეთებას, რომლის მიზანიც იყო, მათ შორის, რაც ბრალშიც არის კონკრეტულად აღიარებული, რომ დაკავებული ყოფილიყო სტრატეგიული ობიექტები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არის თუ არა ანტიკონსტიტუციური ფრაზა: „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“? – წითლიძის ეს კითხვა მოსამართლე ნადარაიამ მოხსნა
  • ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს – გერმანიის საელჩო
  • წარმოუდგენლად რთული გამოსაყვანი იყო, დიდი ადამიანივით იქცეოდა – მაშველი 3 წლის თაიაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge