Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

80 წლის პენსიონერის მკვლელობა ვაკეში – დაკავებული ბრალის წარდგენას კლინიკაში ელოდება

November 20, 2026
80 წლის პენსიონერის მკვლელობა ვაკეში – დაკავებული ბრალის წარდგენას კლინიკაში ელოდება

80 წლის პენსიონერის მკვლელობა ვაკეში – დაკავებული გელა არობელიძე ბრალის წარდგენას კლინიკაში ელოდება. დიდი ალბათობით, გამომძიებლები მასთან რამდენიმე საათში მივლენ, ამის შემდეგ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არობელიძე დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს ოხელზე ოპერაცია ჩაუტარდა. თამა რმერლანის თქმით არობელიძეს ტაფით მიყენებული ნასერი ჭრილობა ჰქონდა.

“დუმილის უფლება გამოიყენა მხოლოდ ეს იყო ჩვენი კომუნიკაცია 10 წუთის განმავლობაში გამომძიებელებსიდ ა ოპერატიული მუშაკების თანდასწრებით. მოგეხსენებათ, საავადმყოფოშია და მარტო დარჩენის შესაძლებლობა არ გვქონდა. დღეს ბრალს წარუდგენენ და ალბათ აღკვეთის ღონისძებაც იქნება. ნასერი ჭრილობა ქვს, ტაფის პირი რომ მოხდა, გადაუსკდა ეს ხელი, მაგაზე გაუკეთდა ოპერაცია. ხელი აქვს დაზიანებული და ექიმების მეთვალყურეობას საჭიროებს. იქ არის ჯერჯერობით”, – ამბობს ადვოკატი თამარ მერლანი.

რა მოხდა თბილისის შუაგულში და რა მოტივით გაიმეტეს სასიკვდილოდ 80 წლის პენსიონერი, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მანამდე ვრცელდება ვერსია, რომ შესაძლოა საქმის გარჩევის მიზეზი ფულის გამოძალვასთან დაკავშირეებული დავა იყოს.

ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახი.

“ზოგიერთ პლატფორმაზე გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომ თითქოს საქმე ეხება 50 წლის წინანდელ საქმეს და თითქოს თანხის გამოძალვას და ასე შემდეგ, ეს არის მტკნარი სიცრუე, ეს არის აბსურდი, მეტიც, მე მინდა გითხრათ, რომ ვახტანგ ჩიქოვანი მარტო იყო შეხვედრაზე, ბატონ არობელიძესთან ერთად, რაც გამოძიების წინასწარი გამოძიებიდან ცნობილია ჩვენთვის. შეკითხვები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს. ფაქტი არის სახეზე, ადამიანი არის მოკლული, ოჯახი არის ტრაგედიის წინაშე და ჩვენ ვართ თავშეკავებული. მე მინდა ყველას პრინციპულად და კატეგორიულად მოვუწოდო: თავშეკავებულები ვიყოთ, დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ შედეგებს. ამის შემდეგ გაგვიადვილდება სამართლიანი და სამართლებრივი შეფასებების განხორციელება”, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ღლონტი, რომელიც მოკლული ნათესავია.

“იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მე, როგორც დაზარალებულის ოჯახის უფლებათა დაცვას გამაჩნია, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება, სამართლიანად გაგრძელდეს გამოძიება და შესაბამისი პიროვნება შესაბამისი მუხლით მიეცეს პასუხისგებაში. ამ ეტაპზე გამოკითხული ჯერჯერობით არავინ არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს პანაშვიდები და გამოძიებაც ამ ეტაპისთვის არ აწუხებს, ასე ვთქვათ, ოჯახს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ შეთანხმებულები ვართ, რომ ცნობილი იქნება გარდაცვლილის ქალიშვილი და როდესაც საგამოძიებო უწყება დაიბარებს, მათ აუცილებლად მისცემენ დაზარალებულის ოჯახის წევრები ჩვენებას”, – ამბობს მოკლული ოჯახის ინტერესებისდ დამცველი, ლექსო სვიმონიშვილი.

პენსიონერი ვახტანგ ჩიქოვანი ვაკეში 18 ნოემბრის ღამეს მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. ვახტანგ ჩიქოვანს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გელა არობელიძემ ვაკეში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ თავად დაურეკა პოლიციას და ჩაბარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა
  • საქართველო ფუნდამენტური მიდგომების ერთგულია, რომლებიც ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იყო, დღეს გარკვეული დომინანტი ძალები ცდილობენ უფროსი და უმცროსი ძმის დაყოფას – ალუდა ღუდუშაური
  • ილია თოფურია შეყვარებულია? – ვინ არის “სუხიშვილების” 19 წლის მოცეკვავე, რომელთან ერთად გადაღებული ფოტო განხილვის თემად იქცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge