Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული – მეუფე ნიკოლოზი

November 20, 2026
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული – მეუფე ნიკოლოზი

საპატრიარქოს დელეგაციის ჩასვლამდე, მოსკოვში იმყოფებოდა კიდევ ერთი მიტროპოლიტი, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი.

როგორც სასულიერო პირი “ტვ პირველს“ ეუბნება, მის ვიზიტს სულ სხვა მიზანი ჰქონდა და საპატრიარქოს დელეგაციის ჩასვლასთან დაკაშვირებით მას ინფორმაცია არ ჰქონია.

რაც შეეხება პატრიარქის შესაძლო ვიზიტს რუსეთის დედაქალაქში – მეუფე ამბობს, რომ არაფერი იცის, თუმცა, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან, იმიტომ, რომ ახალი პატრიარქია და წესია ასეთი საეკლესიო, რომ მეგობრული ვიზიტები ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა განახორციელოს.

თუმცა, მისივე თქმით, კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, როგორ დალაგდება ეს, ამის თქმა შეუძლებელია და ბევრ გარემოებაზე არის დამოკიდებული.

„ეს არის ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმი, რომელიც ჩემმა ბაბუამ, დავით არსენიშვილმა დააარსა. ამიტომ მე ყოველ 16 ნოემბერს ჩავდივარ მოსკოვში, რომ მივიღო ამ პანაშვიდში მონაწილეობა და ასევე კონფერენციაში მოხსენებით გამოვდივარ ხოლმე, ბოლო 12 წლის განმავლობაში.

შესაბამისად, სხვა სასულიერო პირებთან შეხვედრა არ მქონია. ნუ, მხოლოდ პირადი შეხვედრები და ძალიან ცოტა ხანი ვიყავი — სამი დღე ვიყავი ამის გამო მოსკოვში სულ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველ შეხვედრაზე და ყველგან ოკუპაციის შესახებ, რუსული ოკუპაციის შესახებ ვსაუბრობ და არც თავის სიტყვებს არ ვერიდები, მიუხედავად ამისა, არსებითი საქმიანი ურთიერთობა ამ თემაზე არ მქონია. ეს არ იყო ჩემი მიზანი.

რაც შეეხება ქართული დელეგაციის ჩასვლას მოსკოვში, ეს გავიგე მხოლოდ, როდესაც დავბრუნდი. მეორე დღეა, რაც დავბრუნდი და ეს გავიგე მხოლოდ აქ. მე არ ვიცოდი ამის შესახებ. შესაბამისად, არც პატრიარქის ვიზიტის შესახებ არაფერი ვიცი.

რაც შეეხება პატრიარქის, თვითონ პირადად პატრიარქის მოსკოვში წასვლას, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან, იმიტომ, რომ ახალი პატრიარქია და მან ეს მეგობრული — წესია ესეთი საეკლესიო, რომ მეგობრული ვიზიტები ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა განახორციელოს.

ტრადიციულად, ჩვენთან, ესე იგი, მთავარი საკითხი არის ხოლმე, რომ კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში უფრო ადრე წავა. კონსტანტინოპოლშიც აუცილებლად უნდა წავიდეს, აქვს კიდევაც პატრიარქს მიწვევა და მოსკოვშიც აუცილებლად უნდა წავიდეს. ნუ, როგორ დალაგდება ეს და რომელი უფრო ადრე მოხდება, ეს ეხლა ამის თქმა, მგონი, შეუძლებელია უბრალოდ — ბევრ გარემოებაზე არის დამოკიდებული. დანარჩენ სხვა ეკლესიებშიც უნდა გააკეთოს მეგობრული ვიზიტები კიდევ, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება – სასულიეო პირები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საელჩო კვირას, ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება – საფრანგეთის საელჩო
  • ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება აჩენს უთანასწორობის გრძნობას. ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია – თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე
  • ხანძარი კასპში – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge