Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გახდა ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების მიზეზი – “თბილისი ენერჯის” თანამშრომელი სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს

November 19, 2026
რა გახდა ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების მიზეზი – “თბილისი ენერჯის”  თანამშრომელი სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს

ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზებზე “ტვ პირველის” ეთერში  “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კორპუსი  “თბილისი ენერჯის” თანამშრომლებს 2027 წლის იანვარში უნდა შეემოწმებინათ.

გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა, დაკეტილი იყო და გაზის მოხმარება 1 წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა.

“კონკრეტულ კორპუსებში შემოწმება ტარდება ყოველი წლის იანვარში – ამ კორპუსშიც ჩატარებული არის 2026 წლის იანვარში, 2025 წლის იანვარში და უნდა ჩატარებულიყო 2027 წლის იანვარშიც. 

კონკრეტულად ამ პიროვნებას რაც შეეხება – ეს ბინა იყო დაკეტილი, იმიტო, რომ არ ფიქსირდება არცერთი კუბი ხარჯი. 2025 წლის დეკემბრიდან – დღემდე გაზი არ მოუხმარია, მასთან გადასახდელი იყო 0 ლარი. ფაქტობრივად, ბინა იყო დაკეტილი, ახლა გააღო სავარაუდოდ, გუშინ გუშინწინ, ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მობინადრეს გაზი არ დაუწვია დეკემბრიდან გუშინდელ დღემდე, არც გათბობის მიზნით – აცხადებს თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე.

ლეფსვერიძისთვის ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, გამათბობლის აფეთქებას შეეძლო თუ არა ასეთი მასშტაბის ნგრევის გამოწვევა, რადგან არ არსებობს გამოძიების შედეგები და უცნობია ზუსტად რა გახდა აფეთქების მიზეზი:

ჩვენს სპეციალისტებს ჯერ-ჯერობით არ მიეცათ შესაძლებლობა, შესულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. მე დავეყრდნობი იმ კომენტარებს რაც აგააკეთა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა თუ შინაგან საქმეთა მინისტრმა. დიდი ალბათობით ეს არის დახურულ სივრცეში ბუნებრუვი აირის აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევა. 

ჩემი აზრით, [რომ დავათვალიერებთ შენობას]  ფაქტებზე დაყრდნობითაც ვიტყვი, რომ  მანდ გამათბობელი არ აფეთქდა – გამათბობლის აფეთქებას ნაკლებად, მოხდა ბუნებრივი გაზის დაგროვება, ეს შეიძლება გამოიწვიოს უბრალოდ მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე, რომ ვთქვა, კამფორა, რომ მოუშვა ვთქვათ და ცეცხლი არ ავანთოთ და იდინოს ამ გაზმა დახურულ სივრცეში. გაზი ფეთქდება დახურულ სივრცეში. გაზი გროვდება, როდესაც სივრცე არის დახურული და თუ უმეთვალყურეოდ დავტოვეთ მოშვებული გაზქურა, რომელსაც არ ავანთებთ და იქ გაზი  დაახლოებით  5-15% დაგროვდება,  ხდება ზუსტად ასეთი სიმძლავრის და სიძლიერის აფეთქება”- აცხადებს ლეფსვერიძე. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნანგრევებში კიდევ ერთი, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს
  • რა გახდა ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების მიზეზი – “თბილისი ენერჯის” თანამშრომელი სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს
  • რა ხდება ამ წუთებში ტრაგედიის ადგილზე – ბოლო ცნობები ფონიჭალიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge