ფონიჭალაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ კიდევ 2 ადამიანს.
ნანგრევებიდან სულ 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 3 ქალის და ერთი ბავშვის.
მანამდე კი, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.
