ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან, ამ წუთებში, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
მანამდე მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან 2 ქალის და ერთი ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს.
კიდევ ერთი, 3 წლის გოგონა კი ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს.
ამ დრომდე მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
