რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კიევის მიერ ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე რუსეთის პასუხი უფრო მტკივნეული იქნება.
„ამ თავდასხმებს ვუპასუხებთ. მინდა ყველამ იცოდეს: მჯერა, რომ ჩვენი საპასუხო ქმედებები გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან დაკავშირებით ჩაიდინა”, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოსთან განიხილა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საკითხი, თუმცა კიევის რეჟიმის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, მოსკოვი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
„უშიშროების საბჭოში კოლეგებთან ერთად ეს საკითხი განვიხილე, ყველას ვთხოვე, დაფიქრებულიყვნენ და ამ საკითხს კვლავ დაბრუნდებოდნენ იმ იმედით, რომ შესაძლოა, რაიმეზე შეთანხმების მიღწევა მოხერხებულიყო. მაგრამ ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ მოლაპარაკებას აღარ გავაგრძელებთ“, – აღნიშნა პუტინმა.
