გიორგი დავითაძის საქმე სააპელაციოში – პატიმარმა, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო და დისტანციურად ჩაერთო.
როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, მან სურვილი გამოთქვა, თავადაც დასწრებოდა პროცესს და შესაბამისად, სხდომა გადაიდო.
ბრალდების მხარემ უკვე ვთქვით საბოლოო სიტყვები, გადაიდო რეპლიკების ეტაპზე. გიორგი ამ დროისთვის სხვა დაწესებულებაშია გადაყვანილი, ლაითურის ციხეში. დღეს ის პროცესს არ ესწრებოდა, მხოლოდ ონლაინ იყო ჩართული, მან სურვილი გამოთქვა პროცესზე დასწრების, შესაბამისად გადაიდო სხდომა, რომ გიორგი გამოცხადდეს თავად და დაიცვას თავისი უფლებები, – ამბობს უფლებამდცველი.
