Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კასრების საქმეზე“ მტკიცებულებები განადგურდა, რაც დაუშვებელი იყო, დისკებს აფრიალებდა და ანადგურებდა ღარიბაშვილი, ესეც იმ სისტემის ხელშეწყობა იყო – სამუშია

November 19, 2026
“კასრების საქმეზე“ მტკიცებულებები განადგურდა, რაც დაუშვებელი იყო, დისკებს აფრიალებდა და ანადგურებდა ღარიბაშვილი, ესეც იმ სისტემის ხელშეწყობა იყო – სამუშია

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, საუბარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარ “სისტემურ დანაშაულებზე”.

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან სამუშიას თქმით, მაშინ მომხდარ ფაქტებზე საკუთარი პოზიცია ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა ისეთ საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების განადგურება, რომელიც ეხებოდა ე.წ. კასრების საქმეს.

სამუშია მიიჩნევს, რომ ესეც ერთგვარად სისტემის ხელშეწყობა იყო.

„კასრების საქმესთან“ დაკავშირებით იყო საუბარი და საუბარი ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევაზე, ჩემი პოზიციაც მქონდა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, აი, ასე აფრიალებდა დისკებს და ანადგურებდა დისკებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თუ არ ვცდები, შს მინისტრი, თუ პრემიერ მინისტრი იყო. მტკიცებულებების განადგურება მოხდა. მე მიმაჩნია,რომ ესეც იმ სისტემაზე ხელის შეწყობა იყო, რომელიც 2026 წელია და კიდევ გრძელდება იმიტომ, რომ მტკიცებულებები განადგურდა, რაც კატეგორიულად დაუშვებელი იყო. „კასრების საქმე“ საქვეყნოდ ცნობილი საქმეა.

5-6 წლის წინ, ოფიციალურად გამოძიებაა დაწყებული, რომ სამღვდელოება ჰყავდათ ოფიციალურად ჩართული. გაგვცენ პასუხი, ვინ ჩართო სამღვდელოება, უმაღლესი იერარქები და ვინ უსმენდა სულიერ შვილებს? აი, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა სამუშიამ.

სამუშიას თქმით, როდესაც საუბარია სისტემურობაზე, ამას ისე არ უნდა შევხედოთ, რომ ამ სისტემას მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა.

„სისტემა არის მეტასტაზებგადგმული – მძიმე დანაშაულებში მონაწილე პირები. სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ის ადამიანები ახლაც ხომ მაღალ თანამდებობებზე არიან? ამიტომ, როდესაც ეს ადამიანები გვეუბნებიან სისტემურობაზე, იმიტომაც ვახსენე 2004 და 2026 წელი, ის ახლაც ხდება. წარმოდგენილ სარჩელში, მე მიკვირს რომ ვართ, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტს, საბოლოოდ, ვინ და როგორ… მე, ჩემი პარტიის წევრებს – ფიქრია ჩიხრაძეს, დავით უსუფაშვილს და ყველას, ვინც ვართ, ჩვენი პოზიცია გვქონდა.

თავის მართლებას ვერ დავიწყებ, რადგან ჩვენ არაფერი გვაქვს სამართლებელი, სხვებს აქვთ თავი სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“, მაგრამ როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან, შეიძლება, თუ არა იმ სისტემის ნაწილი ყოფილიყო განათლების დღევანდელი მინისტრი, გივი მიქანაძე, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო?“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

სამუშიას სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიმართა,რომ მისი ეს გამოსვლა იყო პოლიტიკური დასკვნა, რადგან ყველაფერზე ისაუბრა, გარდა კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ – მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან – არჩილ გორდულაძე
  • პოლიტიკური მიზნით თუ ვინმემ გადახვევა გააკეთა და ტრიბუნით ისარგებლა, ვიქნები გულწრფელი და ეს მოპასუხე მხარეებს უფრო გემართებათ – რევაზ ნადარაიამ ოპოზიციას
  • მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას – სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge