ხალხი ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ახლობლების და ოჯახის წევრების გამოყვანას ელოდება – ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად ნანგრევებშია მოყოლილი ახალგაზრდა ქალი სამი შვილით.
მეზობლები არიან, ერთად გავიზარდეთ. ერთი კედელი გვყოფს. ახალგაზრდა გოგოა და სამი შვილი ჰყავს, შვილებთან ერთად არის მოყოლილი. მეორე სართულზე ცხვობრობს, რამდენია მოყოლილი არ ვიცი”, – ამბობს ადგილობრივი.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
