აფეთქება ქვემო ფონიჭალაში – „უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს – ისინი კლინიკაში გადაჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
