Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” ლეგიტიმაცია პოლიტიკური საკითხია, ხელისუფლება არ არის სახელმწიფო და კონსტიტუციური წყობილება – ყაველაშვილს ხალხიც ჰყავს შეწყალებული, არ მიმაჩნია, რომ ისინი უკან უნდა შებრუნდნენ ციხეში, რადგან ყაველაშვილი არაა ლეგიტიმური”- რას ამბობს ნიკა გვარამია

November 18, 2026
ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! – თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ- ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას

კი, ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის – ყაველაშვილს ჰყავს ხალხიც შეწყალებული, არ მიმაჩნია, რომ ისინი არალეგიტიმურად შეიწყალეს და უკან უნდა შებრუნდნენ ციხეში, იმიტომ, რომ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური , – ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკითხვას, სახელმწიფო ორგანოებისა და ინსტიტუციების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვაზე: “ამჟამად ჰყავს თუ არა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით არჩეული საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციური პროცედურით ფორმირებული საქართველოს მთავრობა და კონსტიტუციით დადგენილი წესით ფორმირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო”, ნიკა გვარამიას თქმით, ლეგიტიმაცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი ნაწილი და მას პოლიტიკური მდგენელიც აქვს.

„ცალ-ცალკე ორგანოების წამოყოლას არ ვაპირებ, ალბათ, საკონსტიტუციო სასამართლო გაინტერესებთ… პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, რაც ჩემი პოლიტიკური შეფასებაც არის. ლეგიტიმაცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი ნაწილი, არის უმთავრესად პოლიტიკური. ვაღიარებ თუ არა ჩემს მთავრობად? – ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, ვასრულებ თუ არა კანონებს, მათ შორის, მათ მიერ მიღებულსაც. ეს ერთმანეთთან კავშირში არაა, თუმცა დიახ, ვასრულებ და დიახ, არ ვაღიარებ. არ მგონია, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რომელიმე წევრი იყოს არჩეული ამ პარლამენტის მიერ. ეს ფორმალური საფუძველიც მაქვს, რომ არ დავუკავშირო ეს პარლამენტი, ამ სასამართლოს. ვეთანხმები, მიმაჩნია თუ არა სამართლებრივად და ა.შ. ეს მეორე საკითხია. მე არ ვეთანხმები ბევრ გადაწყვეტილებას, მათ შორის განსაკუთრებულად საერთო სასამართლოებისას გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვემორჩილები. ეს სხვადასხვა რამეა.

ის, რომ, როგორც იურისტსაც მქონდეს ჩემი დამოკიდებულება მათ შორის, უკიდურესად ნეგატიური კონკრეტული სასამართლოების მიმართ, ეს განსხვავებული საკითხია. როგორც პოლიტიკოსი მიმაჩნდეს, რომ სასამართლო არის მმართველი რგოლის გაგრძელება, ესეც ჩემი პოლიტიკური შეფასების საკითხია.

მგონია, რომ ლეგიტიმაციის საკითხი მოსარჩელეს არ ესმის იმგვარად, როგორიც არის დოქტრინასა და სამართლებრივ წარმოებებში, სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებისა და ევროპის სასამართლოს მიერ. ეს არის უმეტესწილად, პოლიტიკური საკითხი, ამიტომ ვერ გახდება წინაპირობა კონსტიტუციით განსაზღვრული მკაფიოდ სამართლებრივი საკითხისა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების დამხობას უკავშირდება. კვლავ გავიმეორებ, ხელისუფლება არ არის სახელმწიფო და არც მისი კონსტიტუციური წყობილება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის განცხადების შემდეგ, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა შეახსენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პლენუმის შემადგენლობაში არ არიან ამ მოწვევის პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეები, არიან საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლეები.

„პრეზიდენტის არჩევის პროცედურები დარღვეულია და კი, ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს, მის მიერ დანიშნული მოსამართლის შემადგენლობით ვაღიარებ თუ არა და მის წინაშე გამოვალ თუ არა, ესეც ჩემი გადაწყვეტილებაა. მე ყველა სასამართლოს წინაშე წარვდექი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პრობლემატურია ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების საკითხი. არალეგიტიმურად არა, მაგრამ მივიჩნევ მძიმედ დაზიანებულად. მიუხედავად ამისა, ყველა ჩემ თუ პარტიის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარვდექი და მგონი ჩემს დამოკიდებულებას ამით ხაზს ვუსვამ. დიახ, არ მიმაჩნდა ლეგიტიმურად კომისია, რომელიც შეიქმნა და ამიტომ არ მოვედი! კომისია საერთოდ ანტიკონსტიტუციურად მიმაჩნია და დავასაბუთე.

ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობის საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია პარტიების გაუქმების საკითხთან. ეს არ უდრის კანონების არ აღიარებას და საქართველოს კანონების შეუსრულებლობას, სხვადასხვა მოვლენაა საერთოდ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას შეუძლია, და ასეც არის ჩემი შეფასებით, ეს ხელისუფლება საკუთარ ხელისუფლებად არ აღიაროს, მაგრამ მის მიერ მიღებული კანონები შეასრულოს“,- განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას საკუთარი მოსაზრების დაზუსტება სთხოვა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ.

„ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური. მიხეილ ყაველაშვილის მიერ ორი მოსამართლე არის დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში. რომ აფასებთ არალეგიტიმურია მიხეილ ყაველაშვილიო, თქვენი შეფასებით, არალეგიტიმურმა მიხეილ ყაველაშვილი, არალეგიტიმური გადაწყვეტილება მიიღო და ორი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში არალეგიტიმურად წარმოადგინა და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰყავს არალეგიტიმური მოსამართლე?“- აღნიშნა არჩილ გორდულაძემ, რასაც ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „ასეა თუ ისე, საკონსტიტუციო სასამართლო არის ლეგიტიმური ორგანო“.

„ამის თქმა რომ მინდოდეს, ასე ვიტყოდი. ყაველაშვილს ჰყავს ხალხიც შეწყალებული, მე არ მიმაჩნია, რომ ისინი არალეგიტიმურად შეიწყალეს და უკან უნდა შებრუნდნენ ციხეში, იმიტომ, რომ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური. აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მიმაჩნია, საკონსტიტუციო სასამართლო – (ჩემი შეფასება მაქვს შინაარსთან დაკავშირებით, ასეა თუ ისეა) – არის ლეგიტიმური სასამართლო ორგანო“, – განაცხადა გვარამიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხმაური სასამართლო დარბაზში – მოსამართლე ლემონჯავას დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა, გორდულაძეს კი შენიშვნა მისცა
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო – ეკა კუპატაძემ იმნაძის ადვოკატს მიმართა: „გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს!“
  • ” ლეგიტიმაცია პოლიტიკური საკითხია, ხელისუფლება არ არის სახელმწიფო და კონსტიტუციური წყობილება – ყაველაშვილს ხალხიც ჰყავს შეწყალებული, არ მიმაჩნია, რომ ისინი უკან უნდა შებრუნდნენ ციხეში, რადგან ყაველაშვილი არაა ლეგიტიმური”- რას ამბობს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge