Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ სავარაუდოდ, ფიზიკურად ძალადობდნენ, ძილის დროს ბავშვებს სახეზე ბალიშს ადებდნენ – დაწყებულია გამოძიება

November 18, 2026
რა ახალი სისტემა ამოქმედება დღეიდან ბაღებში

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. გუშინ ბავშვები ფსიქოლოგის თანხლებით გამოკითხეს.
ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ბავშვების მონათხრობის საფუძველზე მათ პოლიციას მიმართეს. მშობლები ამბობენ, რომ ბაღში აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, ასევე იყენებდნენ დასჯის მეთოდებს – ბავშვებს კუთხეში აყენებდნენ და თანატოლებთან თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.
მშობლების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა საკითხზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ისინი ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.
წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მელსიდა მეხზიროვა ადასტურებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, კამერების დამონტაჟება მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დუშეთის სოფლებში უცნობი პირების ჯგუფი გადაადგილდება – მოსახლეობა ქურდობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს
  • გაზის შემდეგ შესაძლოა წყალიც გაძვირდეს – ახალი ტარიფები დეკემბერში განისაზღვრება
  • გამოვლენილი დარღვევების გამო სამ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge