პატიმრობაში მყოფ პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას გეგმური სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში ელენე ხოშტარია.
„ელენე ხოშტარიას, სავარაუდოდ ხვალ, 19 ნოემბერს, ან მაქსიმუმ ამ კვირის ბოლომდე გადაიყვანენ „ვივამედში“. გეგმურია ეს გადასვლაც. უცნობია ზუსტად რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში. ანალიზებს გაუკეთებენ და პრეპარატს, რომლითაც მკურნალობენ“,- აღნიშნავენ პარტიაში.
ინფორმაციისთვის, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს გაიდაყვანეს. როგორც ელენე ხოშტარია წერდა, მკურნალობას ის „შერეულად აგრძელებს და კლინიკაში წამლების მისაღებად და შემოწმებისთვის თვეში ერთხელ დაბრუნდება“.
