Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კამათი სასამართლოში – „ ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სანქციებსა და სალომე ზურაბიშვილზე ჰკითხეს

November 18, 2026
კამათი სასამართლოში – „ ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სანქციებსა და სალომე ზურაბიშვილზე ჰკითხეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

სხდომაზე მოსარჩელე მხარის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს კითხვები პოლიტიკურ პროცესებსა და საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით დაუსვეს.

დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი სვამს კითხვას, მიიჩნევენ თუ არა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია აქვს დარღვეული.

მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ კითხვა განსახილველ საკითხს არ მიემართება.

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა მოპასუხეებს მიმართა კითხვით, ადასტურებენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეების, მოსამართლეების, პროკურორებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე, ზაზა ბიბილაშვილმა კითხვას ბუნდოვანი უწოდა.

მისი თქმით, გაუგებარია, კონკრეტულად რომელ სანქციებსა და ვისთან დაკავშირებით ისმება შეკითხვა, რის გამოც მან კითხვა დაუკონკრეტებლად შეაფასა.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესება არ ნიშნავს საქართველოს ან ქართველი ხალხის დასანქცირებას. მისი თქმით, მოსარჩელე მხარე შეგნებულად ურევს ერთმანეთში ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ზომებს.

“კონკრეტული თანამდებობის პირის ან კონკრეტული სხვა პირის დასანქცირება არ ნიშნავს სახელმწიფოს დასანქცირებას ან საქართველოს დასანქცირებას, ან საქართველოსთვის ზიანის მიყენებას. მოსარჩელე მხარე შეგნებულად აკეთებს ამ აღრევას, შეგნებულად ვიმეორებ, როდესაც, მაგალითად, ესა თუ ის სანქცია დაწესებულია კონკრეტული პირის მიმართ, პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რომ ეს არის მიმართული ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სინამდვილეში ასე არ არის.

არსებობს სრულად ლეგიტიმური ვერსია, რომელსაც მე ვიზიარებ, იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სანქცია შეიძლება იყოს, პირიქით, ქართველი ხალხის საერთო მტრის — რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, ის სანქციები, რომლებიც დაუწესდა ბატონ, ამჟამად უკვე რომანოვად წოდებულ ფარცხალაძეს.

ყველასთვის დადგენილი ფაქტია, რომ აღმოჩნდა “ეფესბეს” მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში მუშაობდა რუსული ინტერესების გასატარებლად. დაასანქცირეს ეს პირი. ახლა ამ ლოგიკით რა გამოდის? ამ ადამიანზე, რომელსაც ისინი იცავდნენ პირობითად გუშინწინ და ჩვენ ვამბობდით, რომ დასასანქცირებელი იყო, აღმოჩნდა, რომ სწორი ყოფილა ჩვენი პოზიცია”- თქვა ბიბილაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გამოვლენილი დარღვევების გამო სამ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – სურსათის ეროვნული სააგენტო
  • საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ სავარაუდოდ, ფიზიკურად ძალადობდნენ, ძილის დროს ბავშვებს სახეზე ბალიშს ადებდნენ – დაწყებულია გამოძიება
  • “როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა და ახლა, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს”- ეკა სეფაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge