Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რამდენჯერაც უნდათ, დამაპატიმრონ, ბოქლომს პირზე არ დავიდებ“ – ვახო სანაია

November 18, 2026
„რამდენჯერაც უნდათ, დამაპატიმრონ, ბოქლომს პირზე არ დავიდებ“ – ვახო სანაია

„რამდენჯერაც უნდათ, დამაპატიმრონ, ჩემი ქცევა არ შეიცვლება, აზრებს არ შევიცვლი და ბოქლომს პირზე არ დავიდებ“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების „რეპრესიული მეთოდები“ საზოგადოებას ვერ გააჩუმებს.

სანაია დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება.

ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, რასაკვირველია. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ამ რეჟიმს არ დავამარცხებთ. რამდენჯერაც უნდათ, დამაპატიმრონ, რა ჯარიმაც უნდათ – დაწერონ, რამდენიც უნდათ, მოუმატონ დღეები,ა სე ზრდიან ხოლმე დღეებს… მთავარი აქ სხვა რამეა, მათი ამ რეპრესიული მეთოდების გამო, რასაკვირველია, ჩემი ქცევა არ შეიცვლება და მე აზრებს არ შევიცვლი და ბოქლომს არ დავიდებ პირზე. ეს მათ ძალიან კარგად იციან. და, აქვთ გზავნილი “ყველას დაგიჭერთ” და ა.შ. და მე მინდა ვიკითხო, რა შეიცვალა? პაპუაშვილისთვის შეიცვალა რამე ამ 30 დღის შემდეგ? პაპუაშვილი აღარ არის პაპუაშვილი? ან ჩემთვის რა შეიცვალა? რომ მე აღარ ვილაპარაკებ? რამდენი სიტყვაც უნდა ჩამოწერონ, 93 იყო, თუ 94, 95, გაზარდონ, მაგ ლექსიკონით ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ, რომელსაც ცალკე ადგენს “ქართული ოცნება” და მისი ლიდერი, რომ აი, ეს სიტყვები არ თქვათ, იმიტომ, რომ მე არ მინდა, რომ ეს სიტყვები გავიგონო. ჩვენ ვიტყვით ყოველთვის იმ სიტყვებს, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ, თავად, იმიტომ, რომ ჩვენს აზრებს ჩვენ ვაკონტროლებთ და ჩვენს სიტყვებსაც ჩვენ ვმართავთ და არა ვიღაც სხვა, ვინც არ უნდა იყოს ის და მიაჩნდეს, რომ აკონტროლებს ახლა სიტუაციას. ვერადროს გააკონტროლა ვერავინ სიტყვა და ვერც ეს გააკონტროლებს, ეს დამარცხდება აუცილებლად.

მე მინდა, მოკითხვა ვუთხრა ჩვენს სინდისის პატიმრებს, ჩვენს პოლიტპატიმრებს. სხვათაშორის, ეს სიტყვებიც, მათი აზრით, აკრძალულია. ეს მეთოდები არ გაუვათ. არცერთი მეთოდი არ გაუვიდა ბიძინა ივანიშვილს და არც გაუვა. ჩვენ არ დავმარცხდებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. დამარცხებული ამ ბრძოლას ჰყავს და ამის ფინალს ჩვენ აუცილებლად ვნახავთ. ივანიშვილი იქნება დამარცხებული, – ამბობს ვახო სანაია.

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე 19 ოქტომბერს დააპატიმრეს.

მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბონუს-ეტაპი აქვს მოსარჩელე მხარეს? სიცრუე არ უნდა დაილექოს” – რას აცხადებს არჩილ გორდულაძე
  • საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ26-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • “არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობს”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge