“ტვ პირველის” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ათამდე სახლი მძიმე მდგომარეობაშია.
დამტვრეულია შუშები, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. მაგისტრალური მილსადენის დაზიანების შედეგად გამრეკელის ქუჩაზე მაღაზიებიც დაიტბორა, პროდუქცია კი განადგურდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ წყალის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ მესამე სართულამდე აღწევდა.
ცნობისთვის, თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე გვიან ღამით წყლის მილი გასკდა.
დედაქალაქის მერმა თქვა, რომ GWP საბურთალოზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს.
